სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“ 2 700 ერთეული სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტის შეძენას გეგმავს.
ამ მიზნით ცენტრმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო პირობების თანახმად, ის 13 მარტს იწყება და 16 მარტს სრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 903 251 ლარია.
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა “დელტას“ მიერ კახეთში 2015 წელს დამონტაჟდა. სისტემის შექმნის უმთავრესი მიზანი კახეთის რეგიონში 600 000 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწების სეტყვისაგან დაცვაა.
დღევანდელი სახით სსსტც ,,დელტა,, 2010 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც ცენტრს ექვსი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და თბილისის საავიაციო ქარხანა დაექვემდებარა. ორგანიზაციის მუშაობის სფერო ძირითადად ორიენტირებულია თავდაცვითი მრეწველობის და გარკვეულწილად სამოქალაქო მიმართულებით.
ცენტრი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომლის სახელმწიფო კონტროლს თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს.