ვენესუელა კიდევ ერთი კრიპტოვალუტის გამოსაშვებად ემზადება

Eლ Petro-ს წარმატების ფონზე ვენესუელა კიდევ ერთი კრიპტოვალუტა გამოსცემს. მას Petro Gold ეწოდება და ის არა ნავთობით არამედ ოქროთი იქნება მხარდაჭერილი.

Petro Gold-ის გამოშვებას ვენესუელა უკვე მომავლი კვირიდან გეგმავს. როგორც ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ტელევიზიით გამოსვლისას განაცხადა, ახალ ციფრულ ვალუტას ქვეყნის ოქროს მარაგები გაუმყარებს ზურგს.

როგორც ცნობილია ვენესუელამ ნავთობით გამყარებული ციფრული ვალუტა el Petro გასულ კვირას გამოუშვა, რომლის ერთეულის ფასი 60 დოლარი იყო და მან ქვეყნის ხაზინას უკვე მოუტანა 735 მილიონი დოლარის შემოსავალი.

ვენესუელაში უკვე წლებია გრძელდება ქვეყნის პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება, რომელიც მადუროს დამყარებული დიქტატურასა და ქვეყნის ეკონომიკის განადგურებაში ადანაშაულებს. აღნიშნულის გამო კი აშშ-მ კარაკასის დასასჯელად სანქციები დაააწესა, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით ვენესუელას მშპ 2017 წელს 12%-ით შემცირდა, ხოლო ქვეყანაში ინფლაციამ 4000%-ს მიაღწია.

ვენესუალას ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ციფრული ვალუტების შემოღება ქვეყნის ეკონომიკას აღდგენაში დაეხმარება და გვერდს აუვლის ამერიკის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქიცებს.

კოკა კვირკველია