რეპერმა ჯეი-ზიმ ერთ-ერთ ბარში 80,000 დოლარი დახარჯა და 11,000 „ჩაი“ დატოვა

სახელგანთქმულმა რეპერმა და ბიზნესმენმა ჯეი-ზიმ კომპანია Roc Nation Sports-ის ხელმძღვანელის ხუან პერეზის დაბადების დღის აღსანიშნავად მანჰეტენის ერთ-ერთ ბარში კომპანია Roc Nation-ის სხვა აღმასრულებელ პირებთან ერთად წვეულება გამართა.

ბარში Playroom რეპერმა 40 ბოთლი შუშხუნა Ace of Spades შეუკვეთა და მიუხედავად იმის, რომ ის ამ ბრენდის მფლობელია, სასმელში სრული ღირებულება 80,035 დოლარის ოდენობით გადაიხადა. პლიუს ამას კი დაემატა ე.წ. ჩაის გადასახადი 11,100 დოლარის ოდენობით, ჯამში კი მან 91,135 დოლარი დახარჯა.

როგორც CNBC წერს, რეპერის წარმომადგენელს აღნიშნულზე კომენატრი არ გაუკეთებია. თუმცა სოციალურ ქსელში თანხის გადახდის დამადასტურებელი ჩეკის ფოტო გავრცელდა.

კოკა კვირკველია