საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა არომატიზებული თამბაქოს კონტრაბანდის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ,,MERCEDES BENZ''- ის მარკის ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავების მეშვეობით, საბაჟო გამშვები პუნქტი - ''წითელი ხიდის'' გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა არადეკლარირებული არომატიზებული თამბაქო, რომლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 6 725 ლარს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.