სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2017 წლის 1-ლი ნახევრის ძირითად დემოგრაფიულ მაჩვენებლებს (წინასწარი მონაცემები) აქვეყნებს.
კერძოდ, საქსტატის“ ცნობით, გასული წლის ექვს თვეში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 25,543; ხოლო გარდაცვალებათა რაოდენობამ 25,954 შეადგინა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, ოფიციალური სტატისტიკით 10,680 ქორწინებისა და 5,031 განქორწინების ფაქტი დაფიქსირდა.
აღსანიშნავია, რომ ცოცხლად დაბადებისა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. კერძოდ, თბილისში 2017 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რაოდენობამ 9,435; გარდაცვლილთა რიცხვმა კი 7,117 კაცი შეადგინა.
რაც შეეხება ქორწინება-განქორწინების სტატისტიკას, ამ მხრივაც თბილისი ლიდერობს, სადაც ოფიციალური სტატისტიკით, 2,779 ქორწინების და 1,880 განქორწინების ფაქტი დაფიქსირდა.