ლანჩი თბილისის ცათამბჯენში

256 მეტრის სიმაღლეზე, განივ კოჭზე სპეციალური ეკიპირების გარეშე მოკალათებული, ერთი შეხედვით უდარდელი თერთმეტი მუშა მშვიდად საუბრობს, მიირთმევს ლანჩს და ერთმანეთის ხუმრობებზე იცინის. მათ ზურგს უკან მანჰეტენის ნისლიანი ჰორიზონტია, ქვევით კი, ნიუ-იორკი, რომელიც სწორედ ასეთი თავგანწირული ადამიანების წყალობით იქცა მსოფლიოს ცენტრად და უამრავი ადამიანის

საოცნებო ქალაქად - ეს ფოტო 1932 წლის 20 სექტემბერს მანჰეტენზე, Rockefeller Center-ის ერთ-ერთი მთავარი ცათამბჯენის GE Building-ის მშენებლობის დროსაა გადაღებული. ლანჩის ისევე, როგორც ცათამბჯენის ისტორია სწორედ ნიუ იორკში იღებს სათავეს და ეტაპობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით იკიდებს ფეხს. 

bpn

ფოტო ჯერ იმ ეპოქის ინდუსტრიალიზაციის სიმბოლოდ იქცა, მოგვიანებით პოპულარულმა ბრენდებმა შექმნეს მის მოტივებზე საკუთარი სარეკლამო კამპანიები.

ეს იყო საუკუნის წინ. მაგრამ რა ხდება ახლა? ახლა ბიზნეს ლანჩი საქმიანი დღის განუყრელი ნაწილია და თქვენ თბილისშიც გაქვთ შესაძლებლობა, რომ საქმიანი პარტნიორი გამორჩეულ ადგილას დაპატიჟოთ. ამ შესაძლებლობას საქართველოს ყველაზე მაღალი ცათამბჯენი ”ბილტმორ თბილისი” გთავაზობთ. ლანჩზე სასტუმროს რესტორანი Sonnet გეპატიჟებათ. რესტორანი განლაგებულია სასტუმროს ისტორიულ ნაწილში და მდიდრული ინტერიერით გამოირჩევა. „ბილტმორ თბილისის“ შეფ მზარეულის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძები შესვენებაზე გასვლას კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის. ბიზნეს ლანჩზე შეგიძლიათ ეწვიოთ რესტორანს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 12:00-დან 15:30-მდე.

bpn

განსაკუთრებული რესტორანი, გემრიელი კერძები, გემოვნებიანი ინტერიერი წარმატებული ბიზნეს ლანჩის აუცილებელი პირობებია.

საზოგადოება სასტუმროს იმ ნაწილს, სადაც რესტორანია განთავსებული, "იმელის შენობის"

სახელით იცნობდა, მისი თავდაპირველი ბინადარი მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალი იყო (აქედან მოდის აბრევიატურაც "ИМЭЛ"). აქ 1992-95 წლებში საქართველოს პარლამენტი, 1995 წლიდან კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იყო განთავსებული.

სასატუმრო ”ბილტმორ თბილისი” თანამედროვე თბილისის გამორჩეული შენობაა. თუმცა ასე იყო საუკუნის წინაც, როცა ისტორიული იმელის შენობა აშენდა. ის იყო სამხრეთ კავკასიაში პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომლის ასაგებად ახალი სამშენებლო მასალა, არმირებული

პემზობეტონი გამოიყენეს.

bpn

აქვე გთავაზობთ ზოგად რჩევებს ბიზნეს ლანჩისთვის.

• მაგიდა

რესტორანში წინასწარ დაჯავშნეთ. უმჯობესია თუ ისეთ რესტორანში მიხვალთ, რომელიც ბიზნეს ლანჩის მენიუს გთავაზობთ.

• ბიზნეს ლანჩის დროს ხშირად საქმეზე საუბარს ნაკლები დრო ეთმობა და პარტნიორები გემრიელ საკვებთან ერთად მეგობრულ საუბარს იწყებენ. შეხვედრა რომ ეფექტური იყოს და დასახულ მიზანს მიაღწიოთ, თან იქონიეთ გეგმა, თუ რა საკითხების განხილვას აპირებთ. პირად საკითხებზე საუბარს კი მაქსიმალურად აარიდეთ თავი.

• ტელეფონს ნუ დადებთ მაგიდაზე. გათიშეთ ან ხმა ჩაუწიეთ.

• სადილის ღირებულებას ბიზნეს ლანჩის ინიციატორი იხდის. ამიტომ არ დაელოდოთ პარტნიორს ან არ იფიქროთ თანაბრად გახადაზე, თუ ამ შეხვედრის ორგანიზატორი თქვენ ბრძანდებით.

bpn