2016 წელს პარლამენტის წევრების შრომის ანაზღაურებამ 9,129,409 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ აღნიშნულია აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ ანგარიშშია აღნიშნული.
აღნიშნული თანხიდან თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა 3,583,918 ლარი, დანამატმა კი 5,545,491 ლარი.
ფინანსური აუდიტის მიხედვით, 2016 წელს დეპუტატებს პრემია არ აუღიათ. ჯამში მათმა ანაზღაურებამ 9,129,409 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დანამატებმა ანაზღაურებასთან შედარებით 155% შეადგინა. ეს ანაზღაურება გაცემულია პარლამენტის 150 დეპუტატზე.
რაც შეეხებათ აპარატის თანამშრომლებს, 570 საჯარო მოსამსახურეზე გაცემულია 6,194,274 ლარის ოდენობის სარგო, 7,244,725-ის დანამატები, ხოლო პრემიებმა 2,186,151 ლარი შეადგინა. აქ დანამატებმა და პრემიან ანაზღაურებასთან შედარებით 152% შეადგინა.
„საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის აპარატის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისთვის თანამდებობრივი სარგოს პარალერულად, დანამატები დაწესებული იყო ფიქსირებული ოდენობებით. აუდიტის პერიოდში, აღნიშნული ბრძანების საფუძველზე, აპარატის საჯარო მოსამსახურეებზე დანამატები გაცემულია სულ 7,244,725 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ შრომის ანაზღაურება, მათ შორის დანამატების და ჯილდოს გაცემის საკითხი დარეგულირდა „საჯარო დაწესებულაბაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ 2017 წლის 22 დეკემბრის საქართველოს კანონით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, აპარატის 81 შტატგარეშე თანამშრომელზე 32,625 ლარის ოდენობის დანამატი გაიცა. როგორც აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი, სარგოსა და პრემიებზე თანხები არ გაცემულა.