სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ისევ გაიზარდა

მიმდინარე წლის აპრილში, მარტთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით - 1,3 პროცენტით.

ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. მათივე თქმით, 2005 წლის საშუალო მაჩვენებელთან შედარებით ინდექსი 64,1 პროცენტითაა გაზრდილი.

2014 წლის აპრილში 2014 წლის მარტთან შედარებით ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ დამამუშავებელ მრეწველობაზე. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა მეტალურგიულ მრეწველობასა და ლითონის მზა ნაწარმის წარმოებაზე (3,0 პროცენტი) და დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოებაზე (1,6 პროცენტი).

12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ასევე დამამუშავებელ მრეწველობაზე. ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ქვესექციაზე - საკვები პროდუქტებისა (სასმელების ჩათვლით) და თამბაქოს წარმოებაზე (3,8 პროცენტი). გარდა ამისა, სექციაში ფასები შემცირდა დანარჩენი არალითონური მინერალური ნაკეთობების წარმოებაზე (-4,2 პროცენტი).

ფასები შემცირდა ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოებასა და განაწილებაზე 0,9 პროცენტით. სამთომოპოვებით მრეწველობაზე ფასები შემცირდა 2,5 პროცენტით.