ლარი დოლართან მიმართებაში 0.92 თეთრით, ევროსთან მიმართებაში კი 2.12 თეთრით გაუფასურდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4763 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4763 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4671 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0092 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0587 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0375 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0212 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.