თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძრის შედეგად სიგარეტის და მეორადი ტანსაცმლის ბაზრობა დაიწვა, - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" ადგილზე მყოფმა მოვაჭრეებმა განუცხადეს. მოვაჭრეები ვარაუდობენ, რომ ბაზრობაზე ხანძარი შეგნებულად გააჩინეს.
ხანძრის ჩქარობას 24 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ცდილობდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
ტერიტორიაზე უსაფრთხოებისთვის იმყოფებოდნენ შს სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი მღებრიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.