ელემენტების მწარმოებელი ცნობილი კომპანია Energizer-ი ძალიან მალე საკუთარი წარმოების სმარტფონს წარმოადგენს, რომლის მთავარი ღირსება, როგორც მოსალოდნელი იყო, მისი ელემენტი იქნება.
საუბარია სმარტფონზე, რომლის 16000mAh ელემენტები ერთჯერადი დამუხტვის პირობებში 5 დღის განმავლობაში დაუბრკოლებლად იმუშავებს.
რაც შეეხება სმარტფონის სხვა ტექნიკურ დეტალებს: Power Max PK1- ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის არ ხმაურდება, თუმცა მოსალოდნელია, რომ ის აღიჭურვება ყველა იმ სტანდარტული თანამედროვე ფუნქციით, რომლითაც აღჭურვილია დღეს ბაზარზე არსებული წამყვანი სმარტფონების უმეტესობა.
კოკა კვირკველია