სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულში“ და „თერგში“ მომუშავე პირების ინფორმაციით, შენობაში ღამით დაცვა მორიგეობდა, ასევე უსაფრთხოების მიზნით ითიშებოდა ელექტროენერგია.
ამ ობიექტში მომუშავე პირებს უჭირთ საუბარი, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. ისინი აღნიშნავენ, რომ ტერიტორიით დაინტერესება კონკრეტულმა პირებმა არაერთხელ გამოთქვეს, თუმცა ტერიტორია არ გასხვისდა.
ამ დრომდე ობიექტებში მომუშავე პირებს არ ეძლევათ საშუალება, შევიდნენ და ნახონ საკუთარი პროდუქცია, რადგან ტერიტორიაზე კვლავ ძლიერი დაკვამლიანებაა.