აშშ რუსეთის წინააღმდეგ მორიგ სანქიცებს ერთი თვის განმავლობაში აამოქმედებს

აშშ-ს ფინანსთა მინისტრის სტივენ მნუჩინის განცხადებით, ამერიკის მორიგი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ მომდევნო 30 დღეში შევა ძალაში.

„ჩვენ ვახდენთ ყველა მოქმედი სანქციის რეალიზებას და ვამზადებთ ახლებს“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის სიტყვების ციტირებას „ბლუმბერგის“ ჟურნალისტი სალეხა მოხსინი ახდენს.

იანვრის ბოლოს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ ე.წ. „კრემლის სიის“ გამოქვეყნებიდან მეორე დღეს, როცა მინისტრი სენატში მოსმენებზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ სანქციების ამოქმედების ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებდა ძალიან დიდი რაოდენობით საქმის წარმოების გამო. „მე არ შემიძლია ზუსტი თარიღის დასახელება, მაგრამ გარწმუნებთ ის ამუშავდება იმდენად სწრაფად, რამდენადაც ეს შესაძლებელია, იქნებ მომდევნო თვეებში ან ერთ თვეში“, - განაცხადა მნუჩინმა. ხოლო მოთხოვნაზე, რომ იყოს შემოღებული მეტად მკაცრი ზომები რუსეთის წინააღმდეგ, მნუჩინმა განაცხადა, რომ „არის პრობლემები, რომლებიც ჩვენ უნდა გადავჭრათ და ჩვენ მას სანქციების გზით გადავჭრით“.

ამ დროისთვის რუსეთთან მიმართებაში ამერიკის მხრიდან შემოღებულია ან უნდა შემოიღონ სანქციების, რომელიც დაკავშირებულია ყირიმთან, დონბასში არსებულ ვითარებასთან და ამერიკის არჩევნებში „ჩარევასთან“ დაკავშირებით.

კოკა კვირკველია