ბრიტანელი ახალგაზრდა შემსრულებელი ედ შირანი 2017 წლის ყველაზე გაყიდვად არტისტად დაასახელეს. ფონოგრაფიის ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის (IFPI) განცხადებით, მუსიკოსის ალბომმა „Divide“ მულტიპლატინური სტატუსი 36 ქვეყანაში მოიპოვა. სინგლმა „Shape of you“ კი ანალოგიურ შედეგს 32 სახელმწიფოში მიაღწია. როგორც ორგანიზაციაში აღნიშნეს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წლის ყველაზე გაყიდვადი ალბომის და სინგლის სტატუსი ერთ მუსიკოსს მიენიჭა.
ყველაზე გაყიდვადი არტისტის სტატუსი კი მეხუთედ გაიცა. აქამდე, წინა წლებში იგივე სტატუსი ორგანიზაციამ მიანიჭა ისეთ მომღერლებს, როგორებიცაა ჯგუფი One Direction (2013), ტაილორ სვიფტი (2014), ადელი (2015) და რეპერი დრეიკი (2016).
IFPI მომღერლების ალბომების გაყიდვების ყველა ფორმატს ითვალისწინებს, მათ შორის, ციფრულს, CD-ს და ვინილის გაყიდვებსაც. ხოლო სინგლების შემთხვევაში, როგორც მის ლეგალურ გადმოწერებს, ასევე ფიზიკურ რეალიზაციას.
IFPI -ის 2017 წლის ყველაზე გაყიდვადი მომღერლების ტოპ 10 ასე გამოიყურება:
1. ედ შირანი
2. დრეიკი
3. ტაილორ სვიფტი
4. კენდრიკ ლემარი
5. ემინემი
6. ბრუნო მარსი
7. ვიკენდი
8. ჯგუფი Imagine Dragons
9. ჯგუფი Linkin Park
10. ჯგუფი The Chainsmokers
კოკა კვირკველია