„ლიბერთი ბანკში“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ, თავდამსხმელმა რა რაოდენობის თანხა წაიღო

„ლიბერთი ბანკში“ ჯერჯერობით არ აკონკრეტებენ რა რაოდენობის თანხა წაიღო თავდამსხმელმა. როგორც „ლიბერთი ბანკის“ პრესსამსახურში განაცხადეს, წაღებული თანხის ზუსტ ოდენობას აუდიტის სამსახური დაადგენს.

დღეს გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელმა მცირე ოდენობის თანხა წაიღო. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსკ-ს 179 მუხლით, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.