მიკროსაფინანსოებმა 16 მლნ ლარზე მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება დაისაკუთრეს

2017 წლის მე-4 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,725,761 ლარით მეტია.

კერძოდ, 2017 წლის მე-4 კვარტალში მიკროსაფინანსო ორგანიზაცის მიეიებრ დასაკუთრებულმა ქონებამ 16,080,297 ლარი შეადგინა, მაშინ როცა, 2016 წლის ამავე პერიოდში ეს მონაცემი 14,354,536 ლარი იყო.

ამასთან, სებ-ის ინფორმაციით, გასული წლის დეკემბერში - 75, 2018 წლის იანვარში კი 73 მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფუნქციონირებდა.