„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 4,4% შეადგინა

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის იანვარში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4,4 პროცენტი შეადგინა.

„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, საანგარიშო პერიოდში ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა, მშენებლობა, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხოლო კლება დაფიქსირდა მომხმარებლისათვის სხვა მომსახურების გაწევის, ტრანსპორტის, ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება-განაწილების და კავშირგაბმულობის სფეროებში.

„2012 წლის იანვრიდან საქსტატი ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის ტემპის ყოველთვიურ წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს,“-ნათქვამია ინფორმაციაში.