სავაჭრო ცენტრ „ქალაქის გულის“ თანამშრომლები, რომელთა საქონელიც ხანძარს გადაურჩა, საწყობებში შესვლას და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანას ითხოვენ.
როგორც ერთ-ერთმა მოვაჭრემ ნატო ბერძენაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მისი საქონელი ცეცხლს გადაურჩა და იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას დროულად ვერ გამოიტანენ, შესაძლოა გაუფუჭდეს. შესაბამისად, ნატო ბერძენაძე მოითხოვს, დროულად მოხდეს მათი შეშვება ხანძარს გადარჩენილ პროდუქციასთან.
რაც შეეხება ხანძარს გადარჩენილ ტერიტორიას, სავაჭრო ობიექტის ნაწილზე მუშაობა განახლდა და თანამშრომლებს მიეცათ საშუალება, საკუთარი ობიექტები გაეხსნათ.
კვლავ გადაკეტილი რჩება ის პერიმეტრი, რომელიც დამწვარია.