საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „მესტია-ჭალაჰესი 1“-სა და „მესტია-ჭალაჰესი 2“-ის პროექტები ქვეყნისთვის სარგებლის მომტანია და აღნიშნული პროექტები უნდა განხორციელდეს.
დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას რომლის თანახმად, ჰესების მშენებლობას მოსახლეობა აპროტესტებს და ამ მიზნით შესაძლოა, გზები გადაკეტონ.
„ვფიქრობ, რომ შანტაჟის და ულტიმატუმის გზით საუბარი არავის არგებს. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ინვესტორს ჰქონდა არაერთი საჯარო განხილვა ამ მიმართულებით. პროექტიც და გარემოს ზემოქმედების ანგარიშიც, მე ვიცი, რომ საჯაროდ არის განხილული. შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, აღნიშნული პროექტი არის სასარგებლო ჩვენი ქვეყნისთვის. პროექტი უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.