„ნოკიას“ მწარმოებელმა კომპანიამ HMD Global-მა ბარსელონაში მიმდინარე Mobile World Congress ლეგენდარული 8110-ის განახლებული ვერსია წარმოადგინა.
სლაიდერი ტელეფონი, რომელიც პირველად 1999 წელს ფილმ The Matrix-ში გამოჩნდა, გაიმეორებს იმ ნაბიჯებს, რომელიც კომპანიამ მოდელ 3310 -ის შემხთვევაში გადადგა - ანუ კვლავ გააცოცხლებს.
რა თქმა უნდა, Nokia 8110 ვერ გაუწევს კონკურენციას სმარტფონებს, თუმცა ისიც მოიცავს რამდენიმე თანამედროვე ტექნოლოგიას.
გამოცემა Business Insider ბარსელონაში იმყოფებოდა, სადაც ახლოდან გაეცნო ამ „ბანანაფონს“. ტელეფონის ნახევარი ბრდღვიალა ყვითელია, ნახევარი კი შავი ეკრანი, ეს დუალური ფერი კი კიდევ ერთხელ გამოარჩევს მას სხვა ტელეფონებისგან.
ტელეფონი კიდევ უფრო ჰგავს ბანანს, როცა მისი სლაიდერი გახსნილია. მას გააჩნია ორი ბუდე - ერთი micro-USB, საიდანაც მისი დამუხტვა ხდება და მეორე ყურსასმენებისთვის, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ უსმინოთ ინტეგრირებულ FM რადიოს ან MP3 ფორმატის სიმღერებს, რომლისთვისაც აქ 4GB-იანი საცავია.
რაც შეხება ფოტოს, ძალიან დიდი იმედი ნუ გექნებათ. ეს არის მხოლოდ 2 მეგაპიქსელიანი კამერა. საოპერაციო სისტემა კი მარტივი KaiOS გახლავთ. ტელეფონის პროცესორია Snapdragon 205 და როგორც Nokia-ში აცხადებენ, ტელეფონს გარანტირებულად შეუძლია საუბრის რეჟიმში 9 საათი, ხოლო stand-by რეჟიმში 3 კვირა იმუშავოს.
ტელეფონში იპოვით რამდენიმე აპლიკაციასაც მათ შორის Facebook, Twitter და Google Maps. აქვეა პოპულარული თამაში Snake. მას აქვს WiFi-ის, 4G-სა და HTML5-ის ტექნოლოგიის მხარდაჭერა და მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ, ინტერნეტში ამ ტელეფონით დიდ დროს არ დახარჯავთ, მას მაინც გააჩნია ბრაუზერი.
ტელეფონის გაყიდვები მიმდინარე წლის მაისში დაიწყება და ფასი დაახლოებით 100 დოლარი იქნება.
კოკა კვირკველია