ნორვეგიის საპენსიო ფონდმა 2017 წელს 130 მლრდ დოლარი გამოიმუშავა

ნორვეგიის სახელმწიფო საპენსიო ფონდმა (იგივე სანავთობო ფონდმა), რომელიც არის ეროვნული კეთილდღეობის ყველაზე მსხვილი ფონდი მსოფლიოში 1 ტრილიონი დოლარის აქტივებით, 2017 წელს შემოსავლები 13,7%-ით გაზარდა.

როგორც ფონდის ანგარიშშია ნათქვამი, მისმა შემოსავალმა შეადგინა ტრილიონ ნორვეგიულ კრონზე ოდნავ მეტი, რაც დოლარში 131,5 მლრდ-ს შეადგენს.

ნორვეგიის სახელმწიფო ფონდს აქციებში ინვესტიციამ 19,4%-იანი, ობლიგაციებში 3,3%-იანი და უძრავ ქონებაში 7,5%-იანი მოგება მოუტანა.

ფონდის ხელმძღვანელის ინგვე სლინგსტადის განცხადებით, ფონდის არსებობის განმავლობაში მისმა შემოსავალმა 4 ტრილიონ კრონს გადააჭარბა და მისი მეოთხედი სწორედ გასულ წელზე მოდის.

2017 წლის ბოლოსთვის ფონდის სახსრების 66,6%-ის ინვესტირება მოხდა აქციებში, 30,8%-ისა კი ფიქსირებულ მომგებიან აქტივებში, ხოლო 2,6% უძრავ ქონებაში.

სახელმწიფო ფონდი ამ დროისთვის მსოფლიოს 9 ათასამდე კომპანიაში ფლობს აქციებს. ყველაზე მეტ მათგანს კი კომპანიებში Apple Inc., ასევე Nestle SA და Shell. ხოლო სახელმწიფო ობლიგაციების მიხედვით ყველაზე მნიშვნელოვანი წილი მოდის ამერიკაზე, გერმანიასა და იაპონიაზე.

კოკა კვირკველია