„ჯდ ოილის“ კუთვნილ ავტოგასამართ სადგურებზე ოპერირებას კომპანია „ფრეგო“ გააგრძელებს.
აღნიშნულის შესახებ, ნავთობკომპანიებს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა.
შედეგად, „ჯდ ოილის“ სადგურები „ფრეგოს“ ბრენდისა და მენეჯმენტის ფარგლებში გააგრძელებს მუშაობას.
ცნობისთვის, 2018 წლის იანვრის დასაწყისში „ფრეგო“ კიდევ ერთ კომპანიასთან „სელექტთან“ გაერთიანდა, რის შედეგადაც „ფრეგოს“ სადგურების რაოდენობა 60-მდე გაიზარდა. „ჯდ ოილთან“ ინტეგრირების შემდეგ კი კომპანია უკვე 80-მდე ავტოგასამართი სადგურით იქნება წარმოდგენილი.