იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობამ 395.3 მლნ ლარი შეადგინა

2018 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 0.8 მლნ ლარით გაიზარდა და 395.3 მილიონ ლარს გაუტოლდა.

ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის იანვრის მიმოხილვაშია მოცემული.

სებ-ის ცნობით, ვადაგადაცილებული სესხების წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.8 პროცენტი იყო.

„ვადაგადაცილებული სესხების 44.8 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 56.1 პროცენტს გაუტოლდა,“-ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.