იანვარის მდგომარეობით 11,9 მლნ ლარის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხი გაიცა

2018 წლის იანვრის ბოლოს, ეროვნული ვალუტით 3,351,036 ლარის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ვადიანი სესხი, ხოლო უცხოური ვალუტით 8,672,945 ლარის ვადიანი სესხია გაცემული.

აქედან, ფიზიკურ პირებზე გაცემულმა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილმა სესხებმა ჯამში დაახლოებით, 6.5 მილიონი ლარი შეადგინა. კერძოდ, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკით, გასული თვის ბოლოს ეროვნული ვალუტით უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი 2,101,061 ლარის; ხოლო უცხოური ვალუტით - 4,359,080 ლარის სესხი იყო გაცემული.

რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ეროვნული ვალუტით 1,249,975 ლარის; ხოლო უცხოური ვალუტით 4,313,865 ლარის მსგავსი სესხია გაცემული.

ამასთან, იანვრის განმავლობაში ეროვნული ვალუტით - 311,823 ლარის; ხოლო უცხოური ვალუტით 352,927 ლარის უძრავი ქონების უზრუნველყოფილი ვადიანი სესხი გაიცა.