ორბელიანის მოედანზე, შუშის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებულ სამ მოზარდს „ამტელ ჰოსპიტალში“ კვლევები უტარდება. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლაშა მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საჭირო გამოკვლევების ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი, დასჭირდებათ თუ არა დაშავებულ მოზარდებს ოპერაციული ჩარევები.
წინასწარი შეფასებით, მათ სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აღენიშნებათ.
ორბელიანის მოედანზე, სავარაუდოდ, შენობიდან შუშის ჩამოვარდნის შედეგად, სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, შემთხვევის ადგილიდან 3 მოზარდი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს, 3 კი „ამტელ ჰოსპიტალში“.
მომხდარის ზუსტი დეტალები უცნობია.