1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4692 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4692 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4795 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0103 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0179 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0555 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0376 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.