რატომ დატოვა ირაკლი გილაურმა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი

ირაკლი გილაურმა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია BGEO-ს გაყოფის ფარგლებში დატოვა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათი განმარტებით, აღნიშნული ცვლილება, საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ორი სხვადასხვა მიმართულებით - საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group), და საინვესტიციო ბიზნესის („საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital), გაყოფის პროცესის ნაწილია.

„გაყოფის პროცესი მიმდინარეობს და 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს დავმჯდომარის მოვალეობას ნილ ჯანინი შეასრულებს, რომელიც მანამდე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციზიას იკავებდა.

ირაკლი გილაური საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში 2015 წლის სექტემბრიდან გადავიდა. მანამდე 2006 წლის მაისიდან 2015 წლის სექტემბრამდე, ირაკლის ეკავა „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტი.

7 წევრიან საბჭოში შედიან: თავმჯდომარის მოადგილე ნილ ჯანინი, ასევე წევრები დევიდ ფიელდინგი მორისონი, ჰანნა ლოიკანენი, ჯონათან ვილიამ მუირი, კიმ კრისტოფერ ბრედლი, თამაზ გეორგაძე , ალასდაირ პოლ მაკენზი ბრიჩი.

საქართველოს უმსხვილესი საბანკო-საინვესტიციო ჰოლდინგის გაყოფა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება. გაყოფა მოხდება ყველა დონეზე - საბანკო და საინვესტიციო მიმართულებას დამოუკიდებელი სამეთვალყურეო საბჭო ეყოლება.

გაყოფის შემდეგ ერთი კომპანია საბანკო („საქართველოს ბანკის ჯგუფი“ - Bank of Georgia Group), ხოლო მეორე - საინვესტიციო ბიზნესის („საქართველოს კაპიტალი“ - Georgia Capital) მიმართულებით იმუშავებს. პროცესის დასრულების შემდგომ, დამოუკიდებლად, ორივე კომპანიის აქციები განთავსებული იქნება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. შესაბამისად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე „ბიჯეო ჯგუფიდან“ უკვე სამი კომპანია იქნება წარმოდგენილი“, - ნათქვამია საქართველოს ბანკის განცხადებაში.

InterPressNews.Ge