ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელ ხიდებს თბილისში რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განათებაც დამონტაჟდება

თბილისის მასშტაბით საფეხმავლო ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

სატენდერო პირობების მიხედვით, წინადადებების მიღება 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 297 270 ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხიდებზე სანათების დამონტაჟებაც იგეგმება.

სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა კი - სამუშაოების დასრულებიდან 2 წელია.