ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის რეაბილიტაციისთვის ტენდერი თავიდან გამოცხადდა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 17 მარტს დაიწყება და 22 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 701 193 ლარია.
ამასთან, როგორც ტენდერშია აღნიშნული, სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - სამუშაოების დასრულებიდან 3 წელია. ცნობისთვის, ხიდის რეაბილიტაციის პროექტი შპს „კავტრანსპროექტის“ მიერ არის მომზადებული.
შეგახსენებთ, რომ ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი 2018 წლის იანვარშიც გამოცხადდა, თუმცა წინა ტენდერი არ შედგა, რადგან განაცხადი არცერთ კომპანიას არ წარუდგენია.