ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდ დანახარჯებს აპროტესტებენ

ბრაზილიაში სპეცდანიშნულების რაზმმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტები ხელისუფლების მიერ ბრაზილიაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გასამართად მილიარდობით დოლარის ხარჯვას აპროტესტებენ.

"ბიბისის" ინფორმაციით, მასობრივი აქციები სან პაულუსა და რიო დე ჟანეიროში გაიმართა.

აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამენ ქვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლებიც მილიარდობით დოლარს ხარჯავენ საფეხბურთო ტურნირზე, ნაცვლად სოციალური პროექტებისა.

ამასთან, ბრაზილიის სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის დედაქალაქ ბრაზილიაში, პროტესტის ნიშნად მასწავლებლები და საჯარო მოხელეები გაიფიცნენ.