ხანძრის შედეგად დამწვარ სავაჭრო ცენტრ ”ქალაქის გულში” მოვაჭრეთა შეშვებისა და გადარჩენილი პროდუქციის გამოტანის პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს , - ამის შესახებ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე იაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე უკვე შევიდნენ ის მოვაჭრეები, რომლებსაც გასაყიდად მალფუჭებადი პროდუქცია გააჩნდათ.
”3 ადამიანი უკვე იყო შესული. მოვაჭრეები რიგრიგობით შეგვყავს. ამის შემდეგ, ალბათ, კიდევ სამ ადამიანს შევუშვებთ. შეშვების პროცესი ორგანიზებულად მიმდინარეობს. აქ იმყოფებიან პოლიციის და აგრეთვე ჩვენი ადმინისტრაციის თანამშრომლები. ისინი ესწრებიან პროდუქციის გამოტანის პროცესს. კეთდება დოკუმენტი, რომელსაც ყველა აწერს ხელს იმის თაობაზე, რომ ყველაფერი უნდა იყოს ორგანიზებული, რათა შემდგომისთვის არ იყოს პრეტენზია”, - განაცხადა იაშვილმა.