„ინტერ მედია“: "2016-2017 წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი შემცირდა"

სარეკლამო გაყიდვების სახლი „ინტერ მედია“ 2016-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამოშემოსავლების შესახებ დოკუმენტებს გაასაჯაროებს სარეკლამო გაყიდვების სახლის, „ინტერ მედიის“ ინფორმაციით, 2016-2017 წლებში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი გაზრდის ნაცვლად, პირიქით შემცირდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით „ინტერ მედია“ კონკრეტული დოკუმენტაციის წარმოდგენას ხვალ, 2 მარტს, სასტუმრო „იოტაში“ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გეგმავს.

პრესკონფერენციას „ინტერ მედიის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ გუმბარიძე გამართავს, რომელიც 2012-2017 წლების სატელევიზიო სარეკლამო შემოსავლების შესახებ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ 22 თებერვალს გაკეთებულ განცხადებას უპასუხებს.

პრესკონფერენცია 17:00 საათზეა დაგეგმილი.