დანიაში სტუდენტებს სწავლის სანაცვლოდ 1000 დოლარს უხდიან

დანიაში სტუდენტებს სწავლის სანაცვლოდ ფულს უხდიან. უფრო კონკრეტულად, ხელისუფლება იმ სტუდენტებს, რომლებიც უნივერსიტეტში ირიცხებიან, ყოველთვიურად 1000 დოლარს უხდის. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დანიაში სწავლა უფასოა და სტუდენტებს არანაირი გადასახადის გადახდა არ უწევთ. ასე რომ, სტუდენტები პირველი ანაზღაურების გამომუშავებას ჯერ კიდევ უნივერსიტეტში, სწავლის პროცესში იწყებენ.

სწორედ ამის გამო, დანიელი სტუდენტები ამჯობინებენ უნივერსიტეტში დარჩენას იმაზე ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე სხვა ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები.

დანიელ სტუდენტებს შესაბამისი მეტსახელიც შეურჩის, რაც ქართულად "მარადმწვანე სტუდენტს" ნიშნავს.

"მარადიულ სტუდენტებს" უნივერსიტეტში 6 ან მეტი წლით დრჩენის უფლება აქვთ.

სასწავლო გადასახადისგან თავისუფლდებიან ევროპის კიდევ სამი ქვეყნის სტუდენტები. ეს ქვეყნებია: შოტლანდია, ნორვეგია და ფინეთი. ზოგიერთ ქვეყანაში კი უმაღლესი განათლების მიღება საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა.

გაგრძელება იხილეთ