თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის ინფორმაციით, ტაქსების რეგულაციის ფარგლებშიელექტრო ავტომობილების რეგისტრაცია უფასო, ხოლო ე.წ. ჰიბრიდული ავტომობილისთვის 50%-იანი შეღავათით იქნება. ამის შესახებ ბითაძემ ჟურნალისტებს თბილისის მერის საქმიანობის 100 დღის ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
"ტაქსების რეგულაციის იმ ფორმატში, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარვუდგინეთ და დაიწყო განხილვა, ჩვენ შევიმუშავეთ სქემა, რომლის მიხედვითაც, ის ერთჯერადი საფასური, რომელიც ტაქსის რეგისტრაციისთვის იქნება სავალდებულო, იქნება აბსოლუტურდ უფასო ელექტრო მანქანებისთვის და 50%-იანი ფასდაკლებით, ე.წ. ჰიბრიდის მოდელის ავტომობილებისთვის, რაც წაახალისებს სარანსპორტო ავტომობილების ამ სეგმენტს", - განაცხადა ბითაძემ.