საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, დახმარება გაუწიოს 27 თებერვალს,ე.წ. „თერგის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ინფორმაციით, დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიცირების მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით არ წარმოეშვებათ საგადასახადო ვალდებულებები.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიღებულ იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულ დავალიანებაზე იძულებითი ღონისძიებების 1 წლის ვადით გადავადების ან/და შეჩერების შესახებ.