უმდიდრეს რეპერებს ახალი ლიდერი ჰყავს - Jay Z

Diddy-იმ 7-წლიანი ლიდერობის შემდეგ Forbes-ის უმდიდრეს რეპერებს შორის პირველობა Jay Z -ის დაუთმო.

გამოცემა Forbes-ის ყოველწლიურ რეიტინგში, რომელიც 2011 წლიდან ქვეყნდება, ყველაზე მაღალშემოსავლიანი რეპერების ხუთეული პრაქტიკულად, უცვლელი იყო, თუმცა წელს მას ახალი ლიდერი ჰყავს და ეს არის Jay Z.

2018 წლისთვის მისი შემოსავლები 900 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, რაც მეტწილად

დაკავშირებულია მის მიერ ცნობილი შუშხუნა ღვინის ბრენდის Armand de Brignac-ისა და ასევე ალკოჰოლური სასმელის D’Ussé-ის შეძენით.

მეორე ადგილზე კი წინა წლების ლიდერი Diddy აღმოჩნდა 825 მილიონის შემოსავლით. მისი შემოსავალი წინა წელთან შედარებით ოდნავ შემცირდა, ვინაიდან რეპერის კომპანიებზე Ciroc-ზე და Revolt-ზე მოთხოვნა შემცირდა. თუმცა ზრდა შეიმჩნეოდა ასევე მის მფლობელობაში არსებულ ბრენდზე DeLeon-ზე, რომელიც Diageo-სთან ერთად აწარმოებს ტეკილას.

მესამეზეა Dr. Dre, 770 მილიონით. ამ შემთხვევაში მან მადლობა უნდა გადაუხადოს კომპანიას Beats. მან მილიონები იშოვა ასევე Apple-ის წილის ფლობის შედეგად, რომელშიც 100 მილიონის აქციას ფლობს, შედეგად კი სავარაუდოდ, 2019 წლისთვის შეძლებს ამ რეიტინგის ლიდერი გახდეს.

აღსანიშნავია, რომ მუდმივად დიდი სხვაობაა მესამე და მეოთხე ადგილების შემოსავლებს შორის, გამოცემის რეიტინგში მეოთხეა Drake და Eminem 100 მილიონით ორივე. ეს არის დრეიკისთვის პირველი შემთხვევა, როცა მან 100 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო ემინემისთვის პირველი, როცა მან უკან ჩამოიტოვა რეპერი და კომპანია Cash Money-ის ხელმძღვანელი Birdman.

გასულ წელს პირველი იყო Diddy 820$ მილიონით, მეორე, Jay Z $810 მილიონით, მესამე Dr. Dre $740 მილიონით, მეოთხე Birdman $110 მილიონით და მეხუთე, Drake $90 მილიონით.

კოკა კვირკველია