მიმდინარე წლიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა აპირებს მნიშვნელოვნად გაზარდოს უცხოელების წვდომა მის ბაზარზე, ვაჭრობის ლიბერალიზებისა და მომსახურების სფეროს განვითარების გზით.
როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა, ქვეყანა გეგმავს მეტად იყოს ჩართული საერთაშორისო ეკონომიკაში და ვაჭრობის რეგულაციებში. „შესაბამისად, გავზრდით წვდომას ჩვენს ბაზარზე, გავხსნით მომსახურების სექტორს, განსაკუთრებით ფინანსების სფეროში და შევქმნით მეტად სასიამოვნო გარემოს ინვესტიციებისთვის. ჩვენ განვავითარებთ ვაჭრობის ლიბერალიზაციას, ასევე გლობალური მმართველობის მიმართულებას, რათა ეკონომიკის გლობალიზაცია გავხადოთ მეტად ღია“, - ნათქვამია ჩინელი მინისტრის განცხადებაში, რომელსაც აქვეყნებს China Daily.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ 40-წლიანი რეფორმებისა და ღიაობის შედეგად ჩინეთმა ისწავლა, რომ აღმავლობა მოდის მხოლოდ მაშინ, როდესაც ხარ ხელგაშლილი მსოფლიოსთვის. „ჩინეთი მტკიცედ დარჩება ღიაობის გამტარებელი, როგორც მისი ფუნდამენტური პოლიტიკისა და ურთიერთსარგებლიანობის სტრატეგიისა“, - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი.
კოკა კვირკველია