"ბიბლუსი" თებერვლის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში თებერვლის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს.

ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 57 ფილიალში.

აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამეულში ამჯერადაც ორი უცხოელი, ხოლო ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს დებიუტანტი ქართველი მწერალი თათული ღვინიანიძე და მისი რომანი "აღიარება ხელისგულზე" იკავებს. აღნიშნულმა რომანმა რამდენიმე თვის წინ სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა და მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა. „აღიარება ხელისგულზე“ „ბიბლუსის“ რეიტინგების პირველ, საპატიო ადგილს უკვე მესამე თვეა არ თმობს.

მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - "სიყვარულის 40 წესი" გავიდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციას კი ამჯერად რ.ჯ. პალაციოს წიგნი „საოცრება“ იკავებს, რომელიც ამასთანავე ნიუ-იორკ ტაიმსის #1 ბესტსელერიცაა.

რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებზე მოიდის

"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.

ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა

1.თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"

2. ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"

3. რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“

4. ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"

5. ელიფ შაფაქის „ღირსება“

6. დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“

7. ელიფ შაფაქის „ევას სამი ქალიშვილი“

8. ია კარგარეთელის „სხვა უდაბნოს საიდუმლო“

9. ჯოან როულინგის "ფილოსოფიური ქვა"

10. მიხეილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“

ტოპ 10 საბავშვო წიგნი

1. საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის

2. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური- მწარე სიმართლე"

3. ჩემი პირველი კითხვებისა და პასუხების წიგნი

4. საბავშვო ენციკლოპედია

5. საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია

6. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური“

7. პირველი სიტყვების ყუთი - ცხოველები

8. პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის

9. ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს“

10. ვისწავლოთ წერა, კითხვა, თვლა, საათის ცნობა