ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის პროექტს აქვეყნებს

ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქციის პროექტს აქვეყნებს.

როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, ინსტრუქციის ძირითადი მიზანია საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის ამაღლება და შეფასების პროცესისა და პრინციპების მეტი გამჭვირვალობის დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს საბანკო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. წარმოდგენილი პროექტით განისაზღვრება და დარეგულირდება შემფასებლის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და ეთიკის სტანდარტები.

„ნორმატიული აქტის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული პირებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 2 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: valuation@nbg.gov.ge“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.