ბილ გეითსი მსოფლიოს ფინანსური კრიზისის გამეორებას არ გამორიცხავს

„მე ვარ ბილ გეითსი - საქველმოქმედო ფონდის ბილა და მედინა გეითსების თანათავმჯდომარე.

მკითხეთ, რაც გსურთ“

- განაცხადა Microsoft-ის დამფუძნებელმა ტრანსპორტიზაციის საკითხებზე გამართულ შეხვედრაზე.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ბილ გეითსის მისამართით დასმულ შეკითხვებზე მილიარდერის პოზიციას.

მომავლის ტექნოლოგიაზე

„ყველაზე უცნაური იქნება ის, რომ კომპიუტერმა ისწავლოს კითხვა და ტექსტის ისე აღქმა, როგორც ადამიანმა. დღეს მათ შეუძლიათ პრიმიტიული რაღაცის კეთება, მაგალითად, ძებნა კონკრეტული სიტყვის მიხედვით და ა.შ. კიდევ ერთი ნაბიჯია რობოტი, რომელიც იმეორებს ადამიანის მოძრაობებს და ქცევებს. თუმცა ექსპერტები ვერ თანხმდებიან, ეს გარღვევა როდის მოხდება - 10 წლის განმავლობაში და ამას უფრო მეტი დრო დასჭირდება“.

კრიპტოვალუტაზე

„კრიპტოვალუტის მთავარი ფუნქცია არის მისი ანონიმურობა. მე არ ვფიქრობ, რომ ეს კარგია. ხელისუფლებებს არ შეუძლიათ იმის გაგება, ხდება თუ არა ფულის გათეთრება, ან გადასახადებისგან თავის არიდება და ა.შ. დღეს უკვე კრიპტოვალუტით ნარკოტიკების შეძენაა შესაძლებელი. ეს არის იშვიათი ტექნოლოგია, რომელიც სასიკვდილო შედეგებს იწვევს. მე ვფიქრობ, რომ ICO- ს სპეკულაცია ძალიან სარისკოა მათთვის, ვისაც ხანგრძლივი ინვესტიცია სურს ".

ელონ მასკის Hyperloop-ზე

„არ ვიცი, რამდენად რეალურია Hyperloop-ის კონცეფცია. ძალიან რთულია, Hyperloop-ი უსაფრთხო გახდეს.“ Hyperloop-ი სპეციალურ მილებში მოთავსებული ერთგვარი კაფსულაა, რომელიც, კონცეფციის თანახმად, 900კმ/სთ-ზე მეტით გადაადგილდება. მნიშვნელოვანია, რომ იგი მზის ენერგიაზე მუშაობს და ამინდის ცვალებადობას, ან თუნდაც მიწისძვრას მის ეფექტურობაზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

შესაძლო ფინანსურ კრიზისზე

შეხვედრაზე დაინტერესდნენ გეითსის აზრით იმასთან დაკავშირებით, განმეორდება თუ არა სამომავლოდ ფინანსური კრიზისი, რომელიც 2008 წელს მოხდა. „დიახ. მაგრამ რთული სათქმელია, როდის. საბედნიეროდ წინა კრიზისს ჩვენ თავი კარგად გავართვით. უორენმა (ბაფეტი) ამაზე კარგად ისაუბრა, ის ფინანსური კრიზისი საკითხში ჩემზე უკეთესად ერკვევა“.

გმო პროდუქტებზე

„გენმოდიფიცირებული საკვები აბსოლუტურად ნორმალურია. ეს ტექნოლოგია ხელს შეუწყობს შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლას, თუ ხალხი სწორად მიიღებს მას. მე არ ვუგულველყოფ იმ პროდუქტებზე, რომლებიც გმო-ს არ შეიცავენ, მაგრამ ჩემთვის ცოტა სამწუხაროა, როცა ადამიანები ასეთ პროდუქს უფრო ჯანმრთველად თვლიან".

გართობაზე

„გრაფიკი ყოველთვის მკაცრი იყო. ჩოგბურთი ჩემი მთავარი ჰობია. ვცდილობ კვირაში ორჯერ ვითამაშო (ზაფხულში ცოტა უფრო ხშირად). ვცდილობ რამდენიმე ახალი წიგნის წავიკითხო ყოველ თვეში და ბევრად უფრო მეტი, თუ შვებულებაში ვარ. ამასთან, ფონდისთვის ბევრს ვმოგზაურობ".