უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი 4 თვით გადაიკეტება

3 მარტიდან უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან საფეხმავლო ხიდი გადაიკეტება, - ამის შესახებ თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

“მიმდინარე წლის 3 მარტიდან, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, გადაიკეტება მდინარე ვერეზე მდებარე საფეხმავლო ხიდი (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან).

საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია პროექტის მიხედვით მოიცავს საფარის გამოცვლას, ბურჯების გამაგრებას, გარდამავალი ფილის განახლებას, მოაჯირების შეღებვასა და განათების სისტემის რეაბილიტაციას.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გრუპო პონტე“ აწარმოებს. პროექტი 4 თვე გასტანს და მისი ღირებულება 515 515 ლარია“, - ნათქვამია განცხადებაში.