"საცობებისგან განტვირთვა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, შუქნიშნების მუშაობა, მიწისზედა ტრანსპორტის განახლება - კომპლექსური პრობლემაა, რომელიც თბილისში გვაქვს"

საცობები, საცობებისგან განტვირთვა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, შუქნიშნების სწორად მუშაობა, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა - ეს საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა, რომელიც დედაქალაქში გვაქვს , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ე.წ. ჭკვიანი შუქნიშნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"რაც შეეხება შუქნიშნებს, პარკინგს, სატრანსპორტო პოლიტიკას, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ეს არის მოსაწესრიგებელი, მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით, რადგან არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა ქალაქში. საცობები, საცობებისგან განტვირთვა, საპარკინგე ადგილების გამოყოფა, შექნიშნების სწორად მუშაობა, მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა, მიწისზედა ტრანსპორტის განახლება - ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში გვაქვს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველაფერი არის მოგვარებადი", - განაცხადა კალაძემ.