ვენესუელას პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ქვეყანაში მინიმალური ხელფასი 58%-ით გაზარდა.
პირველი მარტიდან ის 248 ათასი ბოლივარიდან 392,5 ათას ბოლივარამდე გაიზარდა. ეს არის დაახლოებით 12 დოლარი ამჟამინდელი კურსით, რომელიც მოქმედებს სახელმწიფო კორპორაციებისთვის, ელექტრონული გაცვლითი კურსის მიხედვით, (რომლითაც სარგებლობენ კორპორაციები და ქვეყანაში შემომსვლელები) მხოლოდ 6 დოლარი, ხოლო „არაოფიციალური“ გაცვლითი კურსის მიხედვით (რომლითაც სარგებლობს სრულიად ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა) მხოლოდ 2 დოლარით.
ზრდის შესახებ განცხადება მადურომ Facebook-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ეს ერთგვარი წინასაარჩევნო სვლაა, ვინაიდან ვენესუელაში 22 აპრილს საპრეზიდენტო არჩვენებია დაგეგმილი.
ბოლოს ქვეყნაში მინიმალური ხელფასი იანვარში გაიზარდა. და ეს მოხდა ჰიპერინფლაციისა და პროდუქციის დეფიციტის ფონზე. ხოლო გასულ წელს მადურომ მინიმალური ხელფასი ექვსჯერ გაზარდა.
ქვეყნის ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, ვენესუელაში ბოლო 12 თვის განმავლობაში ფასები 4068%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლივარის კურსი მხოლოდ თებერვალში დოლართან მიმართებაში 40%-ით შემცირდა. ქვეყნის ხელისუფლებას ოფიციალური მონაცემები ინფლაციის შესახებ ბოლო ორი წელია არ გამოუქვეყნებია.
2017 წლის ნოემბრიდან ვენესუელა ქრონიკული დეფოლტში იმყოფება საგარეო ვალის მხრივ, რომელმაც 142 მილაირდი დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ოქროს სარეზერვო ფონდს 14-ჯერ აღემატება.
კოკა კვირკველია