ფრანგულმა საავტომობილო კონცერნმა PSA-მ (პეჟო-სიტროენი) მიუხედავად იმისა ,რომ გასულ წელს Opel-ი იყიდა, მაინც რეკორდული მოგება მიიღო.
Opel-ის შეძენაზე დახარჯულმა მსხვილმა თანხამ ფრანგულ საავტომობილო კონცერნს ხელი არ შეუშალა 2017 წელს 2 მილიარდ ევრომდე მოგება მიეღო და ეს იმ პირობებში, როცა Opel ამ დრომდე წამგებიანია.
ფრანგული კომპანიის მოგება წინა წელთან შედარებით 11,5%-ით არის გაზრდილი. როგორც PSA პრესრელიზში წერია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ გასული წლის აგვისტოში „ოპელის“ შეძენაზე დიდძალი თანხა დახარჯა, კომპანიის სავაჭრო ბრუნვამ 20%-ით მოიმატა, რაც ჯამში 65 მილიარდ ევროს შეადგენს.
ფრანგები იმედოვნებენ, რომ მათ მიერ დაგეგმილი სწორი რეფორმის წყალობით, კომპანია Opel უკვე 2020 წლისთვის მოგებაზე გავა.
შეგახსენებთ, PSA ამერიკული General Motors-ისგან გერმანული Opel და ბრიტანული Vauxhall-ი 1,3 მილიარდ ევროდ შეიძინა. ამერიკულმა გიგანტმა ფრანგ კონკურენტს სრულიად გადასცა მისი ევროპული აქტივები.
კოკა კვირკველია