დიდმა ბრიტანეთმა ამინდის გამო მილიარდით იზარალა

დიდ ბრიტანეთში ერთკვირიანმა ყინვებმა ქვეყნის ეკონომიკას მილიარდზე მეტი გირვანქა სტერლინგი დააკარგვინა, რაც თითქმის 1,5 მილიარდი დოლარია.

ეს კი ზრდის რისკს ქვეყნის მშპ-ს ზრდის ტემპი ორჯერ შეამციროს.

როგორც Guardian-ი წერს, ანალიტიკოსების მოსაზრებით, შტორმ „ემმას“ მიერ მიყენებული ზარალი ყველაზე მგრძნობიარე გახდა 2010 წლიდან მოყოლებული. ამ დროისთვის ქვეყნის მშპ-ს ზრდა მხოლოდ 0,2%-ია, მაშინ, როდესაც ნავარაუდევი იყო 0,4%.

ყველაზე მეტად იზარალეს მშენებლებმა, რომლებსაც ყინვების გამო სამუშაობის შეჩერება მოუწიათ. ასევე დანაკარგს განიცდიან სატრანსპორტო კომპანიები და სავაჭრო რიტეილ ქსელები. მგზავრები მგზავრობისგან თავს იკავებდნენ, ხოლო მყიდველები სულ უფრო ნაკლებად დადიოდნენ მაღაზიებში.

კოკა კვირკველია