მიმდინარე წლის იანვარში იაპონიაში უმუშევრობის დონე ბოლო 25-წლიან მინიმუმამდე შემცირდა, რაც ქვეყნის შრომის ბაზარზე სიტუაციის გაუმჯობესების ტენდენციაზე მეტყველებს.
იაპონიის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ ეს ფაქტორი გამოიწვევს ხელფასების ზრდის ტემპის დაჩქარებას, რაც თავის მხრივ, გაზრდის დანახარჯებს და ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას.
იაპონიაში იანვარში უმუშევრობა 2,4%-მდე შემცირდა, რაც 1991 წლის მინიმუმია. გასული წლის დეკემბერში კი ეს მაჩვენებელი 2,7% იყო.
ბაზრის მეორე ინდიკატორის მიხედვით კი 100 სამსახურის მაძიებელზე 159 ვაკანსია მოდის, ეს კი 44 წლიანი მაქსიმუმია.
იაპონიის ბანკის ხელმძღვანელის ხარუხიკო კუროდას განცხადებით, შრომის ბაზარზე ცვლილება აუცილებლად უნდა აისახოს ხელფასების ზრდაზე, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ხარჯვითი წილისა და ინფლაციის ზრდას.
ექსპერტების მოსაზრებით, სამომავლოდ იაპონიის შრომითი ბაზარი შეწყვეტს შემჭიდროვებას, და უმუშევრობის მაჩვენებლი ოდნავ გაიზრდება, თუმცა MarketWatch-ის ინფრომაციით, მიუხედავდ ამისა, ის მაინც იანვრის მინიმუმის ფარგლეში დარჩება.
კოკა კვირკველია