13 საუკეთესო ქალაქი, სადაც 30 წლამდე ახალგაზრდებს სურთ ცხოვრება

უძრავი ქონების ბაზარზე სპეციალიზებულმა კომპანიამ Nestpick-მა 110 ქალაქის მონაცემი შეისწავლა და 4 კრიტერიუმის მიხედვით საუკეთესოები დაასახელა მათთვის, ვინც 30 წლამდეა.

კრიტერიუმებს შორის იყო 1. სამუშაო ადგილები. 2. საცხოვრებლად კარგი გარემო. 3. ქალაქის ღიაობა და ტოლერანტობა. 4. გართობის შესაძლებლობა.

გარდა ამ მთავარი კრიტერიუმებისა, საიტმა 17 „მიკრო ფაქტორის“ მიხედვითაც დაახარისხა, მათ შორის, გენდერული თანასწორობის, საიმიგრაციო ტოლერანტობის, სტარტაპების ხელმისაწვდომობისა და სხვა.

რეიტინგში 13 ქალაქი მოხვდა და მათგან 5 ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარეობს, დანარჩენი კი ევროპაში.

Nestpick-ის რეიტინგის სათავეში ბერლინი მოექცა, ხოლო ტოპ-13 ასე გამოიყურება.

13. სან-ფრანცისკო, აშშ

12. ბრისტოლი, დიდი ბრიტანეთი

11. ჰამბურგი, გერმანია

10. მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი

9. კიოლნი, გერმანია

8. ნიუ-იორკი, აშშ

7. ბარსელონა, ესპანეთი

6. ვანკუვერი, კანადა

5. ტორონტო, კანადა

4. ამსტერდამი, ნიდერლანდები

3. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

2. მონრეალი, კანადა

1. ბერლინი, გერმანია

კოკა კვირკველია