5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დაუჭრელი შიტების რეალიზაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
სებ-ის ცნობით, 2017 წლის გამოშვების 5 ლარის ნომინალის ბანკნოტის დაუჭრელი შიტი 60 ბანკნოტს შეიცავს.
ამასთან, სარეალიზაციო შიტების რაოდენობა ლიმიტირებულია და 890 ცალს შეადგენს, რომელთა ფასიც 390 ლარია.