საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ მეგა-ქალაქის ასაშენებლად 10 მლრდ დოლარის მოცულობის ფონდი დააარსეს

საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ მეგა-ქალაქის ასაშენებლად 10 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობის ფონდი დააარსეს, - იუწყება „როიტერსი“.

ქალაქი 1000 კვადრატულ კილომეტრზე აშენდება სინას ნახევარკუნძულის სამხრეთში. გეგმასთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე და ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი კვირას შეთანხმდნენ.

ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შორის კავშირები 2013 წლის შემდეგ, ხელისუფლებაში პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ალ-სისის მოსვლისა და „მუსლიმური საძმოს“ განდევნის შემდეგ გაძლიერდა.