ახალი მონაცემების თანახმად სხვადასხვა სფეროს პროფესიონალი უცხო ქვეყნის მოქალაქეები ინდოეთის მეტროპოლიაში, მუმბაიში საშუალოდ 217 ათას დოლარს გამოიმუშავებენ, მაგრამ ეს ისტორიის მხოლოდ დასაწყისია. მუმბაის ერთ-ერთ უბანში, სადაც ბინის ქირის საფასური თვეში 3 000-დან - 15000 დოლარამდე მერყეობს, ძირითადი მაცხოვრებლები სწორედ მაღალანაზღაურებადი ემიგრანტები არიან.
აღსანიშნავია, რომ ადგილობრივებისთვის საცხოვრებლის მსგავსი გადასახადი ფაქტობრივად დაუძლეველია. არაოფიციალურად ისეთი ინფორმაციაც ვრცელდება, რომ ემიგრანტებს თვეში 15 000-დან 18 5000 დოლარამდე დახმარებას მხოლოდ საცხოვრებლის ანაზღაურებისთვის აძლევენ, რადგან ინდოეთში ჩასული უმაღლესი დონის პროფესიონალები დაახლოებით ისეთივე საცხოვრებელ პირობებს ითხოვენ, როგორიც მათ მშობლიურ ქალაქში ჰქონდათ.
ახალი მონაცემებით, მუმბაიში ჩასული პროფესიონალი ემიგრანტები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ემიგრანტებად ითვლებიან.
HSBC-მა გასულ კვირას 159 ქვეყნის 27 ათასი უცხოელი თანამშრომლის ანაზღაურების კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც მუმბაიში უცხოელი თანამშრომლები საშუალოდ 217 165 დოლარს გამოიმუშავებენ. მსოფლიოში ემიგრანტების საშუალო ანაზღაურება 99 903 დოლარს შეადგენს მაშინ, როდესაც სან-ფრანცისკოსა და ლონდონში უცხოელი თანამშრომლები შესაბამისად 207 227 და 107 863 დოლარს გამოიმუშავებენ.
როგორ ახერხებენ მუმბაიში მომუშავე უცხოელები იმაზე მეტის გამომუშავებას, ვიდრე ეს მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელია?